რეზონანსი
19.01.2017

 პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს. პარტია პარლამენტში ფრაქციის სიასაც წარადგენს იმ მიზნით, რომ მისი დამტკიცება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდეს.

„ნაციონალური მოძრაობის" ახალი ფრაქცია 6 დეპუტატით დაკომპლექტდება. მათ შორის არიან: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი.

„ეს იქნება 6-კაციანი ფრაქცია, დიახ მისი თავმჯდომარე ვიქნები მე, მოადგილე იქნება ქალბატონი სალომე სამადაშვილი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ფრაქციის დარეგისტრირება ორშაბათის ბიუროზე მოესწრება და შევუდგებით მუშაობას"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×