რეზონანსი
19.01.2017

 გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახური სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი ესაუბრა.

სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა გამოძიების თანამედროვე შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ერთობლივად წარმოებული რამდენიმე გამოძიების შედეგი შეაჯამეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×