რეზონანსი
19.01.2017

 ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში- უფროსი და მისი მეუღლე ბარბარა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ვერ დაესწრებიან. 92 წლის ექს-პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჰიუსტონის ჰოსპიტალში მოათავსეს.

ჯორჯ ბუში-უფროსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მას პნევმონიის დიაგნოზი დაუდგინეს.

ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს წერილობით აცნობა, რომ ინაუგურაციაზე დასწრებას ვერ შეძლებს. „ჩემი ექიმი ამბობს,რომ თუ იანვარში გარეთ გავალ, ალბათ ვერ გადავრჩები. ამიტომ ვფიქრობ ჩვენ ტეხასში დავრჩებით".

ჯორჯ ბუშმა წერილში მომავალ პრეზიდენტს ქვეყნის მართვის საქმეში წარმატებაც უსურვა. „სულით და გულით თქვენს გვერდით ვართ . წარმატებებს გისურვებთ ამ არაჩვეულებრივ მოგზაურობაში. თუ ოდესმე დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ".

ცნობილია, რომ ჯორჯ ბუში-უმცროსი, ბილ კლინტონი და დამარცხებული დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×