რეზონანსი
19.01.2017

 იტალიაში, აბრუზოს რეგიონში, დიდთოვლობის გამო ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ სასტუმრო „Rigopiano di Farindola" მოექცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ზვავის ჩამოწოლის დროს სასტუმროში 20-მდე სტუმარი და რამდენიმე სასტუმროს პერსონალი იმყოფებოდა. მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

მაშველებმა უკვე შეძლეს თოვლის ქვეშ მოყოლილ სასტუმროსთან მისვლა და 2 ადამიანის გადარჩენა.

ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციით ზვავმა სასტუმროს შენობა ნაწილობრივ დაანგრია. უკვე მეორე დღეა იტალიის ცენტრალურ რეგიონში დიდთოვლობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×