რეზონანსი
18.01.2017

 პირველად, გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფილიპე VI დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა. სამეფო ოჯახი საქართველოს შესახებ მომზადებულ კლიპს გაეცნო და ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდა.

ესპანეთის მეფეს და დედოფალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა და საქართველოს კურორტების, ტურისტული პოტენციალის და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მადრიდში, საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილნი არიან ტურისტული კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოში სხვადასხვა სერვისსა და ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×