რეზონანსი
18.01.2017

 ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა

აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 88 მილიონ 500 ათასი ლარი, საშუალო შეწონილმა პროცენტმა კი -  7.623 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლეულს სულ 4 აუქციონი გაიმართა: 4 იანვარს გაიყიდა ასევე 40 მილიონის მოცულობის 363-დღიანი სახაზინო ვალდებულებები, ხოლო 11 იანვარს  - 40 მილიონის ღირებულების 2-წლიანი სახაზინო ობლიგაციები და 20 მილიონის 182-დღიანი სახაზინო ვალდებულებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×