დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა წამყვანი კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ სამინისტრო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას არ გააგრძელებს. „იკვეთება კლინიკები, რომლთა ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ. გაფრთხილება აღარ იქნება. ვადა უკვე მივეცით. გარდამავალი პერიოდი იქნება მაქსიმუმ ორი თვე"- განაცხადა დავით სერგეენკო.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ ასეთ კლინიკებს საამქროები უწოდა. მისი აზრით ისინი" ემსახურება კონკრეტულად სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ, ხშირ შემთხვევაში პაციენტების ინტერესების საზიანოდ"
მისი განცხადებით, ასეთი კლინკები, რომელთა რაოდენობა 10-12-ს შეადგენს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოირიცხებიან, თუმცა თუ დააკმაყოფილებენ სანებართვო პირობებს შეძლებენ ფუქციონირების გაგრძელებას.