რეზონანსი
18.01.2017

 სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისას და ტარების- 63, ცივი იარაღის ტარების-43 ფაქტი დააფიქსირა.

გამოვლენილია ქურდობის-15, ქურდობის მცდელობის-1 და დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის-21 შემთხვევა. ასევე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების-19, ნარკოტიკების უკანონო მოხმარების-45 და დათესვა-მოყვანა-კულტივირების-2 ფაქტი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ გამოვლინდა 129 შემთხვევა.

პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის-22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის-42 პირი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×