რეზონანსი
17.01.2017

 ფაქტი პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროში დაადასტურეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი" ავრცელებს. იმავე დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატი კახა შინჯიკაშვილი "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გარდაცვლილი პ.ბ. ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და მისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ მოხდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარის გამო 70 პატიმარი შიმშილობს, მათი მთავარი მოთხოვნა ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დაყენება და დროული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაა. სასჯელაღსრულების უწყებაში ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×