რეზონანსი
17.01.2017

 ფრანსუა ოლანდი დონალდ ტრამპს პასუხობს. საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა თავადაც კარგად იცის, როგორ მოიქცეს და გარე რჩევები არ სჭირდება.ოლანდის თქმით „ნატო" მხოლოდ მაშინ გახდება მეორეხარისხოვანი, როდესაც თავად საფრთხეები გახდება მეორეხარისხოვანი.

დონალდ ტრამპმა „ლონდონის თაიმსისთვის" და გერმანულ გაზეთ „Bild"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირს საშინელი მომავალი აქვს, „ნატო" კი მოძველებული და მეორეხარისხოვანი ორგანიზაცია გახდა,რადგან ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანად ვეღარ იბრძვის.

მან ისიც დაიჩივლა, რომ სამხედრო ბლოკის წევრები გადასახადებს პირნათლად არ იხდიან, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აზარალებს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა ყოველთვის მზად უნდა იყოს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს დამოკიდებულია მის ინტერესებზე და ღირებულებებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×