რეზონანსი
17.01.2017

 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედოლარიზაციის პროცესში, მხარეებს შორის კარგი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს. როგორც პრესსპიკერი ამბობს, ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ეროვნულ ბანკს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროგრესი უკვე შესამჩნევია.

„ეს კანონი ზოგადად ქმნის მექანიზმს, პირველ რიგში ეროვნული ბანკისთვის, რათა უფრო ეფექტურად არეგულიროს ბაზარი. თუმცა თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან გრძელდება, საუბარი არის ტექნიკური ხასიათის დეტალების დაზუსტებაზე. მუშაობა დაწყებულია, ჩვენ უკვე გვაქვს პროგრესი ამ მიმართულებით და თანამშრომლობის კუთხით გარკვეული პირველი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც"-განაცხადა ეკა მიშველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×