რეზონანსი
17.01.2017

 ბათუმის საქალაქო სასამართლომ 26 წლის ჯემალ მ-ს, რომელსაც ბრალი ყაჩაღობაში ედება, პატიმრობა შუფარდა.

გამოძიების ვერსიით, 31 დეკემბრის საღამოს სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ბრალდებულმა სუპერმარკეტის სავალუტო ჯიხურიდან სათამაშო იარაღის მუქარით 8820 ლარი გაიტაცა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა თებერვალში შედგება.

პროკურატურა ჯემალ მ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×