რეზონანსი
17.01.2017

  კანადის ეთიკის ნორმების მაკონტროლებელმა უწყებამ პრემიერ-მინისტრ ტრუდოს შვებულების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს არის პირველი შემთხევვა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთი ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯასტინ ტრუდომ შვებულება ოჯახთან ერთად, ბაჰამის კუნძულებზე გაატარა.

ტრუდოს საახალწლო მოგზაურობამ გააჩინა კითხვები, რადგან ის განთქმული სულიერი ლიდერის,აღა ხანის საკუთრებაში მყოფ კუნძულზე იმყოფებოდა, სადაც 15 მილიონი შიიტური ისლამის მიმდევარი ცხოვრობს.

გამომძიებლები არკვევენ, დაირღვა თუ არა კანონი, რომელიც ქრთამს და ოფიციალური პირისთვის საჩუქრების გადაცემას კრძალავს. ასევე იძიებენ, გამოიყენა თუ არა პრემიერ-მინისტრმა კერძო ვერტმფრენი. მოქმედი კანონის მიხედვით, ეთიკის კომისრის ნებართვის გარეშე, მთავრობის წევრის მიერ პირადი ვერტმფრენის გამოყენება, დაუშვებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×