რეზონანსი
17.01.2017

 „ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარი ლე პენი აღიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ის დებს პირობას, რომ აუცილებლად ჩაატარებს რეფერენდუმს საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. გარდა ამისა ლე პენი რუსეთთან ურთიერთობას კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აპირებს და სანქციების გაუქმების მომხრეა.

საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა თავისი წინასაარჩევნო ხედვის შესახებ, რომელიც ფრანგულ-რუსულ ურთიერთობებს და ევროპულ პოლიტიკას ეხება, გაზეთ „იზვესტია"-სთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში ისავურა.

როგორც ლე პენმა აღნიშნა, ის აპირებს საფრანგეთი გახადოს სრულიად დამოუკიდებელი ნატოსგან და ამერიკისგან. ის დაამყარებს ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, კერძოდ მოხსნის არასამართლაინ და არაეფექტიან სანქციებს.

„ჩემი მიზანია,რომ საფრანგეთი გავხადო თავისუფალი და დამოუკიდებელი. მე მინდა, რომ მეხუთე რესპუბლიკამ თავისი სიტყვა თქვას და ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოში.

რეფერენდუმის შემდეგ მე ყირიმს ვაღიარებ, როგორც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობას. საბჭოთა კავშირის პერიოდში ყირიმის უკრაინაზე მიკუთვნება მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი იყო. ეს ნახევარკუნძული არასოდეს ყოფილა უკრაინის. მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე ვიყავი. ამ სიტუაციაში, ევროკავშირს აქვს უარყოფითი გავლენა, დაძაბულობის ესკალაციას და კონფლიქტის შენარჩუნებას იწვევს.

რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უაზრო და არაეფექტიანია. ზოგადად სანქციები დიპლომატიის საკმაოდ სულელური მიდგომაა.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე. ექვსი თვის შემდეგ მე „Frexit"-ის საკითხს დავაყენებ. მიუხედავად ევროკავშირის შესაძლო უკომპრომისო პოზიციისა, „Frexit"-ს აუცილებლად დავიცავ"-აცხადებს ლე პენი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×