რეზონანსი
17.01.2017

 თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. მათი ცნობით დაკავებული აბდულკადირ მაშარიპოვი უზბეკეთიდანაა. მისი დაკავების ოპერაცია სტამბოლის ესენიურტის რაიონში ჩატარდა. ეჭვმიტანილი მეგობრის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო და დაკავებულიც სავარაუდოდ, ამ დაჯგუფების წევრია.

თავდასხმა სტამბოლის ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბზე, 31 დეკემბრის ღამეს მოხდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა, 69 კი მძიმედ დაშავდა.

თურქულ მედიაში დაკავებული პირის ფოტოც ვრცელდება, რომელიც მათი მტკიცებით სწორედ აბდულკადირ მაშარიპოვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×