რეზონანსი
17.01.2017

 „NBA"-ის „ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა გულშემატკივრების მიერ დასრულდა. ხმის მიცემა, რომელიც ინტერნეტით მიმდინარეობდა, 17 იანვარს შეწყდა. სასტარტო ხუთეულების არჩევის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია დასავლელ ფორვარდთა შორის მეორე ადგილზეა.

საბოლოო შედეგები ორ დღეში გამოქვეყნდება. დათვლილი იქნება კალათბურთელთა და მედიის წარმომადგენელთა ხმებიც. ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 476 ხმა ჰქონდა, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგი იყო.

„NBA"-ის „ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს, ნიუ-ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდის მთავარი მწვრთნელი თავად შეარჩევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×