რეზონანსი
15.01.2017

 კონგრესმენთა ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს.

კონგრესმენმა ჯონ ლუისმა  ორი დღის წინ „Meet the press"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგს არ ეთანხმება, ტრამპის პრეზიდენტობა არალეგიტიმურია და ინაუგურაციაზე დასწრება არ სურს.

დონალდ ტრამპმა კონგრესმენს საკუთარ ტვიტერის გვერდზე უპასუხა. როგორც პრეზიდენტი წერს, უმჯობესია ჯორჯიელმა კონგრესმენმა თავის საშინელ და კრიმინალურ რაიონს მიხედოს და რეალური საქმე აკეთოს.

მოგვიანებით ჯონ ლუისს მხარი სხვა კონგრესმენებმაც დაუჭირეს და ჯონ ლუისის შეურაცხყოფის გამო ინაუგურაციას ბოიკოტი გამოუცხადეს. როგორც ერთ-ერთმა კონგრესმენმა ივეტ კლარკმა აღნიშნა, ჯონ ლუისის შეურაცხყოფა, ამერიკის შეურაცხყოფას ნიშნავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×