რეზონანსი
15.01.2017

 სააპელაციო სასამართლოს პირველი ლედის ძმის მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატი რამდენიმე საათში მიმართავს. ადვოკატის თქმით, ის არ ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციის მიერ მგალობლიშვილისათვის ჩამორთმეული სამი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი სროლისთვის ვარგისი აღმოჩნდა. აღნიშნული დასკვნის გასაჩივრებას ადვოკატი სამხარაულის ბიუროში აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მგალობლიშვილი გუშინ მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, შეძენა, ტარებაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×