რეზონანსი
14.01.2017

   ბარაკ ობამამ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.

  პრეზიდენტის შეფასებით სანქციების რეჟიმი უნდა გაგრძელდეს. ბარაკ ობამამ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სამი დადგენილება 2014 წელს გამოსცა. ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების 6 თვით გახანგრძლივებაზე დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებიც შეთანხმდნნენ.

  ბარაკ ობამას გადაწყვეტილების პარალელურად, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავს გამოიჩენს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×