რეზონანსი
14.01.2017

 პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა.  გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებსა და იუნკერებს უმასპინძლა და ჯილდოები გადასცა. 

 

"საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დროშის დღეს. ჩვენ ვზეიმობთ სახელმწიფოებრიობის მთავარ სიმბოლოს. აღვნიშნავთ იმ ღირებულებებს, რასაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება ქვია. მაღლა აღმართული დროშა არის ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლო. ჩვენ გვაქვს უნარი,რომ ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება. 

 

საქართველოს დროშა საუკუნეების წინ აღიმართა. ამ დროშის გამო ასი ათასობით ჩვენმა წინაპარმა დასდო თავი. დღეს მხოლოდ წარსულში არ ვიყურებით, ვიყურებით მომავალში და ყველას ნათლად ვაცნობთ ძალას. მინდა ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენს რეალობაში საკუთარი თავი შესწირეს დროშის და სახელმწიფოს სამსახურს, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×