რეზონანსი
14.01.2017

 ქართველმა სამხედროებმა ახალი წელი ქაბულში აღნიშნეს. ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, შეიარაღებული ძალების, ტრადიციების და კულტურის შესახებ კინოჩვენება გაიმართა.

მოგვიანებით სტუმრებმა ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მომზადებული კერძები მიირთვეს. ქართველების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მისიის შტაბ-ბინის მეთაური, მისიის სარდლობის წარმომადგენლები, 28 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები დაესწრნენ. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდანაა ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×