მარიამ ელიაშვილი
09.01.2017

 1 წელი ნიშნავს დედამიწის ერთ სრულ ბრუნს თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო. მისი მოძრაობის შენელების გამო კი ახალი წლის წინა ღამეს ერთი წამის "დამატება" გახდა საჭირო. ამრიგად, 2016 წლის ბოლო წუთმა 60-ის ნაცვლად, 61 წამს გასტანა.

ასტრონომიული დრო, ანუ დროის ის პერიოდი, როცა დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ასრულებს, არც ისე სტაბილურია. დედამიწა ხან შედარებით სწრაფად, ხან კი ნელა მოძრაობს. მისი მოძრაობა ამჟამად მკვეთრად შენელებულია, დამუხრუჭების ძირითად მიზეზად მთვარის მოქცევები ითვლება. ეს გავლენას ახდენს ისეთ გეოლოგიურ მოვლენებზეც, როგორებიცაა მიწისძვრა, გამყინვარება და ყინულის ლღობა.

პროგნოზირების ცენტრის მიერ გამოყენებული ტექნიკა-ინტერფერომეტრი, შორეულ და ახლობელ პლანტებზე დაკვირვებით ზუსტად ზომავს დედამიწის მოძრაობას. მისი გამოთვლებით, ატომური დრო დღეში დაახლოებით 1.52 მილიწამია. ეს კვლევები აჩვენებს რომ ყოველ 500-700 დღეში განსხვავება დედამიწის ბრუნვასა და ატომურ საათს შორის 1 წამია.

ასტრონომიულ დროს დედამიწაზე მაქსიმალური სიზუსტით 400-მდე ატომური საათი ზომავს, თუმცა ისინი დედამიწის მოძრაობისგან დამოუკიდებლად მუშაობენ.

1964 წლიდან ატომური საათების მიხედვით დგინდება კოორდინირებული დრო - უნივერსალური დრო. იგი შემოიღეს გრინვიჩის შუალედური დროის ნაცვლად, რადგან გრინვიჩის მერიდიანზე განსაზღვრული დრო არასტაბილურია და დედამიწის მოძრაობის სიჩქარეზეა დამოკიდებული. ამას გარდა, ყველა ოჯახში ზამთარსა და ზაფხულში დროის გადაყვანა იყო საჭირო.

საერთაშორისო დროის მასშტაბების კონტროლში დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ის საზღვაო ობსერვატორიას.

1972 წელს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ იქნა, რომ უნდა შენარჩუნდეს კავშირი დედამიწის 1 სრულ ბრუნს, ანუ ასტრონომიულ დროსა და კოორდინირებულ დროს შორის.

იმისათვის, რომ ამ ორი დროის მასშტაბები დაახლოვდეს, ჩვენ შეგვიძლია შევცალოთ ატომური საათის მაჩვენებელი, მაგრამ დედამიწის მოძრაობის შეცვლა არ შეგვიძლია. არსებობს ორგანიზაცია - "აი-ი-ერ-ესი", რომელიც აკვირდება ასტრონომიულ და ატომურ დროებს და განსაზღვრავს საჭიროა თუ არა ზედმეტი დროის დამატება ან ამოღება. ამ დროს "ნახტომი" წამი ეწოდება. იგი ემატება მაშინ, როცა განსხვავება 1 წამია, ანუ ცვლილება დროებს შორის ყოველთვის 0.9 წამზე ნაკლებია.

როცა ეს სისტემა დაინერგა თავდაპირველი განსხვავება 10 წამი იყო. მას შემდეგ სხვადასხვა (6 თვიდან 7 წლამდე) ინტერვალით "ნახტომი" წამები ემატება. ამისათვის ყველაზე ოპტიმალური დროა 30 ივნისი და 31 დეკემბერი. ბოლოს წინა "ნახტომი" წამი დაემატა 2015 წლის 30 ივნისს, ბოლო წამი კი გასული წლის 31 დეკემბერს.

საბოლოოდ, სისტემის შემოღებიდან დღემდე კოორდინირებულ და ასტრონომიულ დროებს შორის 37 წამით ცდომილება დაფიქსირდა. ეს დედამიწის მოძრაობის შენელებითაა გამოწვეული, რაც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ მისი საბოლოო გაჩერებით დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×