სისხლიანი გარჩევები და სასიყვარულო ინტრიგები მაკედონიის სამეფო კარზე
მამუკა ნაცვალაძე
19.12.2016

 ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების ეპიზოდები დღემდე იწვევს საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც ალექსანდრე დიდი იყო ის პიროვნება, რომელმაც ქრისტეშობამდე |ქ ს-ში სულ რაღაც 13 წლიანი მმართველობის დროს შექმნა მთელი ეპოქა, სრულიად განსხვავებული სამყარო, იმჟამინდელი მსოფლიო რომ თვისებრივად სხვა რანგში წარმოაჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად მაკედონიის ისტორიაა საინტერესო იმათთვის, ვინც ისტორიაში ინტრიგასა და თავგადასავლებს ეძებს. ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ინტრიგა გახლავთ ის, რომ ალექსანდრე მაკედონელის მამა ფილიპე || საკუთარი ქალიშვილის ქორწილში სკანდალურად აღესრულა.

თუმცა, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ მრავალი საინტერესო ფაქტიდან, რაც ისტორიას მაკედონიის სამეფო კარის ულმობელი და სისხლიანი გარჩევების სახით შემორჩა.

როგორ დაუმტკიცა ალექსანდრე პირველმა ბერძნებს მაკედონელთა ელინური წარმომავლობა

მაკედონიის სამეფო ძვ.წ. |ყ საუკუნიდან იღებს სათავეს. მან განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია ქრისტეშობამდე ქ ს-ში, ალექსანდრე |-ის ზეობისას, (ალექსანდრე | ალექსანდრე მაკედონელის დიდი ბაბუაა) სწორედ მან გააერთიანა მაკედონელი ტომები. საგულისხმოა ისიც, რომ ამ პერიოდისას მაკედონიაში ხდება საკმაოდ მნიშვნელოვანი მენტალური რევოლუცია.

საქმე ის გახლდათ, რომ მანამდე ელინები მაკედონელებს ბერძნებად არ თვლიდნენ, რის გამოც მათ არ შეეძლოთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. ეს კი ფაქტობრივად იმდროინდელი ცივილური სამყაროსგან გარიყვას ნიშნავდა.

გადმოცემის მიხედვით, ჩვ-წ-აღ-მდე ქ ს-ში სწორედ ალექსანდრე |-მა დაუმტკიცა ელინებს რომ ისიც ელინური წარმომავლობის იყო. რა გზებით და რა არგუმენტებით, ამას წყაროები არ მიანიშნებენ, ფაქტი კი ისაა, რომ ბერძნებმა, როგორც ჩანს, სარწმუნოდ ჩათვალეს მისი არგუმენტები, ყოველ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მეფე ალექსანდრე | ის ზეობიდან მაკედონელელები ოლიმპიურ თამაშებში პირველად იღებენ მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ბერძნებმა ბოლომდე ვერ აღიქვეს და ვერ დაიჯერეს მაკედონელების ელინელობა. მათ დიდხანს გაჰყვათ მაკედონელების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება. ასეთი განწყობა თავად ალექსანდრე დიდის ზეობის დროსაც თვალსაჩინო იყო, რაც მაკედონელის საყოველთაოდ აღიარებული წარმატებული პოლიტიკითაც კი ვერ გაქარწყლდა.

საქმე ის გახლდათ, რომ ბერძნთა დიდი უმრავლესობა ალექსანდრე დიდს არ მოიაზრებდა ელინური სამყაროს წარმომადგენლად და მას, როგორც არაბერძენს, ირონიულად უყურებდა.

როგორ შეეწირა არქელაოსი თავისივე აღმართულ მახვილს

მაკედონიის ისტორიაში ახალი ხანა ქრისტეშობამდე ქ ს-ის მიწურულს დგება, მეფე არქელაოსის დროს. იმ რეფორმებმა, რომელიც არქელაოსმა განახორციელა მაკედონიის სამეფოს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ამ დროს მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაიყვანეს გზები, დედაქალაქი მთიან რეგიონში არსებულ ეგადან ვაკეზე მდებარე პელაში გადმოიტანეს.

სწორედ პელას ხელსაყრელმა მდებარეობამაც შეუწყო ხელი იმას, რომ მაკედონიის სამეფო კარზე თავს იყრიან ბერძენი სწავლულები, სწორედ მათი წყალობით მზადდება ის ფსიქოლოგიური განწყობები, რამაც მომავალში მნიშვნელოვანი შედეგები უნდა მოიტანოს.

თუმცა, არქელაოსის მეფობა სამეფო კარის ინტრიგებითაც იყო საინტერესო. შიდა დაპირისპირება რომ აერიდებინა თავიდან და ტახტის შემცილე რომ არავინ ჰყოლოდა, მეფე სისხლიან დაპირისპირებასაც არ ერიდება - კლავს ყველას, ვისაც შეუძლია ტახტზე პრეტენზია გამოთქვას, ასე ჩამოიცილა არაერთი ნათესავი, მაგრამ თავისი აღმართული მახვილი მალე შემოუტრიალდა - ჩვ-წ-აღ-მდე 399 წელს არქელაოსს შეთქმულება მოუწყეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

ამბავი ალექსანდრე მაკედონელის ველურადხმობილი ბებია ევრიდიკესი

ქრონოლოგიურად მორიგი სისხლიანი გარჩევები ალექსანდრე მაკედონელის ბებიას ევრიდიკეს სახელს უკავშირდება. ევრიდიკე ფილიპე მაკედონელის დედაა. ქრისტეშობამდე |ქ ს-ის 60-იანი წლებისას მის ირგვლივ დატრიალდება ტრაგედიათა მთელი კასკადი.

დედოფალი ევრიდიკე, რომელსაც მისი თანამედროვენი ველურის თიკუნით მოიხსენიებენ, თავის მხრივ გახლდათ შემოქმედი მრავალწახნაგოვანი ინტრიგებისა და სამეფო ოჯახის სისხლიანი გარჩევებისა. მიზეზი ის სასიყვარულო კავშირი იყო, რომელიც მას საკუთარი ქალიშვილის მეუღლესთან პტოლემეოს ალორიტთან ჰქონდა.

სწორედ ევრიდიკე-პტოლემეოსის წყვილი ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ხელისუფლებას მათ ხონჩით არავინ მიართმევს, ამიტომაც ერთადერთი გზა მიზნის მიღწევისა ინტრიგებსა და მკვლელობებზე გადის. უნდა ითქვას, რომ მსგავსი დამოკიდებულებები ძველი მსოფლიო ისტორიისთვის საკმაოდ ბანალური რეალობაა.

როგორ ჩაიგდო ევრიდიკემ ხელში ძალაუფლება

ქრისტეშობამდე |ქ ს-ის 60-იანი წლებისას პელას ქუჩები თვითმხილველი გახდა იმ უსასტიკესი ანგარიშსწორებისა, ევრიდიკემ და მისმა რჩეულმა რომ ჩაიფიქრეს. თავდაპირველად ფილიპე მაკედონელის მამა მეფე ამინტა მოწამლეს და ასე ჩამოიცილეს. საცნაურია რომ მკვლელობათა სერია გაგრძელდა, ამინტას სამეფო კარის სხვა დიდებულებიც მიაყოლეს.

ასე ჩაიგდეს ხელთ მაკედონიის სამეფო ტახტი ევრიდიკემ და მისმა საყვარელმა. ტახტს ამინტას მეორე ვაჟი პერდიკა იკავებს, თუმცა, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი დედოფლის საყვარელი და ამავდროულად სიძე პტოლემეოსია.

სისხლიანი გარჩევები ამით არ დასრულებულა - სამწლიანი გაუსაძლისი დამცირების შემდეგ პერდიკამ მოკლა დედამისის საყვარელი და ასე დაეპატრონა მაკედონიის სამეფო ტახტს.

ევრიდიკემ ვერ მოინელა შვილის საქციელი, მთიელი ტომები ილერიელები შეაგულიანა და საკუთარ ქვეყანას შეუსია, ეს კიდევ ერთი შანსი იყო სისხლისმსმელი ქალბატონისთვის შური ეძია საკუთარ შვილზე. ილირიელები ხომ სისასტიკით განთქმული მეომრები იყვნენ. ევრიდიკეს გათვლა ზუსტი აღმოჩნდა - სწორედ ილირიელებთან ბრძოლაში დაეცა მისი შვილი პერდიკე.

მოკლა თუ არა ფილიპე მაკედონელმა საკუთარი დედა ევრიდიკე

ამ სისხლიანი გარჩევებისას ფილიპე მაკედონელი არ ჩანს მაკედონიაში, ის ძმის სიკვდილის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში და 23 წლის ასაკში ადის ტახტზე, როგორც მისი ძმის პერდიკეს შვილის მეურვე. ერთი წლის შემდეგ მაკედონიის სამხედრო კრების გადაწყვეტილებით ის მეფედ იქნა არჩეული და ისტორიაში მკვიდრდება ფილიპე ||-ის სახელით.

ამ მომენტიდან არაფერია ცნობილი რა ბედი ეწია დედოფალ ევრიდიკეს, თუმცა, ერთი საგულისხმო დეტალია მნიშვნელოვანი - არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ფილიპეს დედის ქანდაკების პედისტალი, თავად ქანდაკება კი არსად ჩანს. მეტად საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ტახტზე ასვლისას ფილიპე მაკედონელმა სულიერი განწმენდისათვის ოლიმპოს მთას ღმერთების განსასვენებელს მიაკითხა.

ღმერთების განსასვენებელს როგორც წესი მონანიებისთვის აკითხავენ. ძნელი მისახვედრი არაა რა უნდა ჰქონდა მოსანანიებელი ფილიპეს. აშკარაა, რომ მან საკუთარი დედა ჩამოიცილა, თუმცა როგორ, რა ფორმით, ესაა საკითხავი.

თუკი გავითვალისწინებთ იმ სისხლიან გარჩევებს, რაც იმ პერიოდის მსოფლიოში, მათ შორის მაკედონიაში სრულიად ბუნებრივ ნორმებად ითვლება, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ფილიპე მაკედონელმა დედამისი მოკლა ან სხვას მოაკვლევინა. ყოველ შემთხვევაში უდავოა, რომ ევრიდიკეს გაუჩინარება ფილიპეს ხელდასხმის გარეშე ვერ აღსრულდებოდა.

სავარაუდოდ სწორედ ეს ცოდვა, დედის მკვლელობა უნდა იყოს ალექსანდრე მაკედონელის მამის ფილიპეს ოლიმპოს მთაზე სულიერი განწმენდის მიზნით სტუმრობის მიზეზიც.

საგულისხმო კი სწორედ ისაა, რომ ამ განწმენდიდან, ფილიპე მაკედონელის მეფობასთან ერთად იწყება მაკედონიის სამეფოს დიადი ისტორია, რომელმაც სამწუხაროდ ვერ მოახერხა წერტილი დაესვა სამეფო კარის მორიგი სისხლიანი გარჩევებისთვის.

სისხლიანი ქორწილი მაკედონიის სამეფო კარზე

ქრისტეშობამდე 337 წელს მაკედონიის სამეფო კარზე საკმაოდ უჩვეულო სკანდალი აგორდა. ფილიპე || ცოლს ოლიმპიადას დაშორდა და ახალგაზრდა მაკედონელი კლეოპატრა მოიყვანა ცოლად. სწორედ აქ, მაკედონიის დედაქალაქ ეგოში, სოლონიკის სამხრეთით ორმოცდაათიოდე კოლომეტრის დაშირებით იწყება მაკედონელ მეფეთა ცხოვრებაში მორიგი ტრაგედია.

ოლომპიადასაგან ფილიპეს ალექსანდრე მაკედონელი და ქალიშვილი კლეოპატრა ჰყავდა, მეუღლესთან განშორების შემდეგ ოლიმპიადა ეპირში გაეშურა, სადაც მისი ძმა ალექსანდრე მეფობდა. ფილიპე ცდილობდა ოლიმპიადას ინტრიგების ნეიტრალიზებას, სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა საკუთარი ქალიშვილი კლეოპატრა მისი ყოფილი ცოლის ოლიმპიადას ძმისთვის ალექსნდრესთვის მიეთხოვებინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა ალექსანდრე, რომელიც ოფიციალური მემკვიდრე გახლდათ ფილიპე ||-ის ტახტისა, საკუთარი მშობლების უთთიერთობაში ნაკლებად ერეოდა. ის დაკავებულია საქმით - ეს ის პერიოდია, როცა ფილიპე სპარსეთზე ლაშქრობას გეგმავს და დიდ სამზადისშია, ამ სამზადისისას კი მას გვერდით უდგას ალექსანდრე.

სისხლიანი ქორწილი ქრისტეშობამდე 336 წლის აგვისტოში შედგა, საქორწინო ცერემონიალი საკმაოდ საინტერესოდ დაიგეგმა - მექორწილეებს ფილიპე მაკედონელის ქანდაკებასთან ერთად მოჰქონდათ 12 ოლიმპიელი ღმერთის ქანდაკება. ამ პროცესიას მოჰყვებოდა თავად ფილიპე, აქვე იყვნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები - მომავალი სიძე ეპირის მეფე ალექსანდრე და ფილიპეს შვილი, ისიც ალექსანდრე. სამეფო ოჯახს ტრადიციულად მცველები ახლდნენ თან.

პროცესია თეატრის შენობისკენ მიემართება. შესასვლელში ფილიპე მარტო რჩება, სწორედ აქ გათამაშდა დრამატული სცენა - მაკედონიის მეფე საკუთარმა მცველმა პავსანიამ განგმირა სასიკვდილოდ. მკვლელმა გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა - ის იქვე დაიჭირეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

როგორ მოჰყვა ფილიპეს მკვლელობას პასუხგაუცემელი კითხვები

ასე ტრაგიკულად დასრულდა ფილიპე მაკედონელის სიცოცხლე 46 წლის ასაკში. რომელმაც 23 წლიანი მეფობის შედეგად ღარიბი მწყემსების ქვეყნიდან საკუთარი ქვეყანა აყვავებულ მხარედ აქცია. შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ ფილიპეს გონიერება და დიპლომატია საყოველთაოდ იყო აღიარებული და დაფასებული - სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ფილიპე მაკედონელი კორინთოს კავშირის მიერ არჩეულ იქნა სრულიად საბერძნეთის ჰეგემონად. ამ გადაწყვეტილებას სპარტის გარდა საბერძნეთის ყველა პოლისმა დაუჭირა მხარი.

და სწორედ ამ ფონზე ჩნდება უამრავი კითხვა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. მხოლოდ ვარაუდის დონეზე თუ შეიძლება ვიმსჯელოთ ვინ უნდა ყოფილიყო ფილიპე მაკედონელის მკვლელობის დამკვეთი, ვის აწყობდა მისი თავიდან მოშორება.

ეს ქრისტეშობამდე 336 წელია, წელი, როცა მსოფლიო ისტორიაში ახალი ხანა, ალექსანდრე მაკედონელის ზეობა იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×