მოსაზრება
30.09.2016

მანანა პეტაშვილი, UNDO-ის "რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის" თანამშრომელი

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კონცეფცია 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მისი ჩამოყალიბება და განვითარება მსოფლიოს წინაშე არსებულ ისეთ გამოწვევებს უკავშირდება, როგორიცაა ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსების შემცირება და გარემოს დაბინძურება. საქართველოში რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების კონცეფციას არც თუ კარგად იცნობენ და პრაქტიკაშიც არ იყენებენ ხშირად,

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საწარმოო სექტორში რესურსები საკმაოდ არარაციონალურად მოიხმარება. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (გ#უსუ) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული საქართველოში გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის და მომსახურების ენერგოტევადობა, ანუ პროდუქციის ერთეულის საწარმოებლად მოხმარებულიენერგია დასავლეთის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 2-2,5-ჯერ აღემატება. ამავე შეფასებით, ენერგოდამზოგი ღონისძიებებით ქვეყანაში შესაძლებელია მოხმარებული ენერგიის 20%-ის, კერძოდ კი 1 ტერავტსთ-ის, 250 მლნ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირისა და 1 მლნ. კუბამეტრი შეშის დაზოგვა. ამასთან, საწარმოებში ენერგიის 5%-იდან 15%-მდე შეიძლება დაიზოგოს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდების გარეშე, ან დაბალხარჯიანი ღონისძიებებით. ამ ღონისძიებების განხორციელებით ინდუსტრიული სექტორი 18-54 მილიონ ევროს დაზოგავს. საშუალო და დიდხარჯიანი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში კი საწარმოო სექტორში შესაძლებელია ენერგიის მოხმარება 15-30%-ით შემცირდეს, რაც საწარმოებს 54-108 მილიონ ევროს დაუზოგავს.

საწარმოო სექტორში რესურსების არაეფექტური გამოყენება ასევე ნათლად გამოჩნდა 2014-2016 წლებში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (გ#|ვწ) "რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის" ფარგლებში შეფასებული 18 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მაგალითზეც. აღნიშნული ოთხწლიანი ინიციატივა (2013-2016 წწ.) ერთ-ერთი კომპონენტია პროგრამისა "მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" (უფზ პკუუ#), რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია საქართველოში საშუალო და მცირე საწარმოების მიერ მოხმარებული ბუნებრივი რესურსების პროდუქტიულობის გაზრდა და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების დანერგვის გზით.

UNDO-ს "რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის" საქმიანობის შედეგით, 18-ივე შეფასებულ საწარმოში რესურსების დაზოგვის და დაბინძურების შემცირების, განსაკუთრებით კი ენერგოეფექტურობის გაზრდის მნიშნველოვანი პოტენციალი გამოიკვეთა. კერძოდ, გამოვლინდა, რომ პროექტში მონაწილე საწარმოებში ენერგოეფექტურობა შეიძლება 5-50%-ით გაიზარდოს, ხოლო თვრამეტივე საწარმოში ჯამში წლიურად დაახლოებით 12 გვტსთ ელექტროენერგიისა და 275,000 მ3 ბუნებრივი აირის დაზოგვაა შესაძლებელი. ამისათვის ყველა ამ საწარმოს ჯამში 700 000 ევროს ინვესტიცია სჭირდება, რის შედეგადაც ისინი წლიურად 750,000 ევროს დაზოგავენ. ინვესტიციების უკუგების პერიოდი გასატარებელ ღონისძიებაზეა დამოკიდებული და რამდენიმედან 3 წლამდე მერყეობს.

საწარმოებში ენერგიის არარაციონალურ მოხმარებას შემდეგი პრობლემები განაპირობებს: საწარმოები იყენებენ მოძველებულმანქანა-დანადგარებს; ენერგოსისტემები არაეფექტურადაა დაპროექტებული და მოწყობილი; ცხელსა და ცივ სისტემებს ცუდი თბოიზოლაცია აქვს, ან საერთოდ არაა იზოლირებული; არ ხდება ნარჩენი სითბოს გამოყენება; არ ხდება ენერგომოხმარების რეგულარული, ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.

შეფასებულ საწარმოებში გამოვლინდა წყლის რესურსების დაზოგვის გარკვეულ პოტენციალიც. როგორც საწარმოებში განხორციელებულმა ვიზიტებმა გვიჩვენა, ბევრგან არ იყენებენ ისეთ წყალდამზოგავ ტექნოლოგიებს და მიდგომებს, როგორიცაა: წნევით რეცხვა, წყლის რეცირკულაცია, საფეხურეობრივი რეცხვა და სხვა. ასეთი ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში, შეფასებულ საწარმოებს წლიურად დაახლოებით 100,000 მ3 წყლის დაზოგვა შეუძლია მათთვის ეკონომიკურად ხელსაყრელი ღონისძიებებით. ამის მისაღწევად, ჯამში, დაახლოებით 37,000 ევროს ინვესტიციაა საჭირო, რაც წლიურად54,000 ევროს დაზოგვის საშუალებას იძლევა. ცალკეული ღონისძიებების უკუგების პერიოდი რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლის დიაპაზონშია.

ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ნათლად ჩანს საქართველოს სამრეწველო სექტორის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევები. მეორეს მხრივ, ეს გამოწვევები ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში რესურსების დაზოგვის, ნარჩენების შემცირებისა და პროდუქციის წარმოებაზე გაწეული ხარჯების დაზოგვის დიდ შესაძლებლობების მაჩვენებელია, ხოლო ამ შესაძლებლობების პრაქტიკაში რეალიზაცია კი რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების გამოყენებითაა შესაძლებელი.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (გტუზ) განმარტებით, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება არის "პრევენციული გარემოსდაცვითი სტრატეგიების უწყვეტი გამოყენება საწარმოო პროცესების, პროდუქტებისა და სერვისებისადმი, რათა გაიზარდოს ეფექტურობა და შემცირებული იქნას გარემოსა და ადამიანისათვის ზიანის მიყენების რისკები".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციას, ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას გულისხმობს. ამ დროს ნაკლები რესურსებით მეტი პროდუქციის გამოშვება შეიძლება და გარემოც ნაკლებად ბინძურდება. კონცეფციას მნიშვნელოვანი მხარე დაბინძურებისადმი პრევენციული მიდგომაა, რაც ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას გულისხმობს და არა ნარჩენების გაუვნებელყოფას, ან გადამუშავებას მათი წარმოქმნის შემდგომ.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების მსოფლიო მასშტაბით დანერგვის მიზნით, 1990-იანი წლებში გტუზ-ისა და გტშვწ-ს მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყნებში დაარსდა სუფთა წარმოების ცენტრები და დაიწყო ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. დღეისათვის კი რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მიდგომებს ყველა კონტინენტზე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყენებენ და მისი შედეგების სადემონსტრაციოდ სხვადასხვა მაგალითების მოყვანაა შესაძლებელი:

მაგალითად, ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანია 3ქ-ში, რომელიც აწარმოებს სამშენებლო მასალებს, ელექტრონულ ხელსაწყოებს, ფოტოფირებსა და სხვა, სუფთა წარმოების მეთოდების გამოყენება ჯერ კიდევ 1975 წლიდან დაიწყეს, რის შედეგადაც 1989-სთვის ნარჩენების განახევრება შეძლეს. პროგრამამ 40 წლის განმავლობაში კომპანიას 1.9 მილიარდი დოლარი დაუზოგა.

ველოსიპედების და სასკოლო ავეჯის მწარმოებელმა, ასევე ამერიკულმა კომპანია "კოლამბია მანუფაქტურინგმა" დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებებითა და ნარჩენების ხელახალი გამოყენებით 2001-2015 წლებში 7.7 მილიონი დოლარი დაზოგა, ამასთან წყლის დღიური მოხმარება 560 მ3-ით, ხოლო ჩამდინარე წყლების დღიური მოცულობა 500 მ3-ით შეამცირა.

1990-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში გ#უზ-ის სუფთა წარმოების ხელშეწყობის პროგრამის შედეგად რამდენიმე საწარმოში ჯამურად 16,000 აშშ დოლარის ღირებულების ღონისძიება განხორციელდა, რამაც ორიოდე წელიწადში მათ ერთობლივად 350,000 აშშ დოლარი დაუზოგა და მათი ჩამდინარე წყლებისდაბინძურების ხარისხიცსაშუალოდ 50%-ით შემცირდა.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან. თუმცა, ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც გვიჩვენებს, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების გამოყენება როგორც საწარმოებისათვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისათვის. ზემოთ მოყვანილი შეფასებები და გ#|ვწ-ს "რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის" ფარგლებში გამოვლენილი შესაძლებლობები კი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართვლოს საწარმოო სექტორში სუფთა წარმოების მეთოდების განხორციელების დიდი პოტენციალი არსებობს და რომ ასეთ მიდგომას მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია მდგრადი ეკონომიკური განვითარების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში რესურსების ეფექტურად მოხმარებისაკენ მიმართული მრავალი ინიციატივა განხორციელდება, რაც, ერთის მხრივ, საწარმოო სექტორს გააძლიერებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ჩვენს ქვეყანასმწვანე ეკონომიკური განვითარების გზაზე დააყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×