VII -ის ქართველთა და სომეხთა იდეოლოგიურმა დაპირისპირებამ, ქართველთა სარწმუნოებრივმა შეუვალობამ, ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის კულტურისა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განვითარების ორიენტირები.
კავკასია IV ს-დან ბიზანტიასა და სპარსეთის შერკინების არე გახდა - მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზების ხელში ჩაგდება გახლდათ ამ სახელმწიფოთა უმთავრესი მიზანი.
აშკარა იყო - ვინც დაიკავებდა კავკასიას და მის უმთავრეს საყრდენს, საქართველოს, მას შეეძლო დომინანტი ყოფილიყო საერთაშორისო პოლიტიკურ და სავაჭრო ასპარეზზე, რაც უპირველესად უდიდეს ფინანსურ მოგებას გულისხმობდა.
დაპირისპირება მოიცავდა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ასპექტებს. პოლიტიკა სწორედ იმაზე იყო აგებული, რომ მოწინააღმდეგისთვის საკუთარი ინტერესები ეკარნახა და შემდგომი საქმიანობისათვის სასურველი იდეოლოგიური ფონი შეექმნა.
როგორ გახდა ქალკედონიის კრების გადაწყვეტილება განხეთქილების საფუძველი
451 წელს ქალკედონიის საეკლესიო კრებაზე მოხდა ის, რამაც მთელ საქრიატიანოს დაატყო ხელი - კრებამ განიხილა დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის საკითხი. განსაკუთრებით გამძაფრებული იყო დავა იესო ქრისტეს ბუნების შესახებ. ეს საკითხი სხვადასხვა მწვალებლობის საფუძველი გახდა.
ქ საუკუნის შუა ხანებში ალექსანდრიაში ჩნდება ახალი მიმდინარეობა - მონოფიზიტობა. ეს მოძღვრება ქრისტეს ადამიანურ საწყისს უარყოფს და მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებს. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ ცალსახად დაგმო მონოფიზიტობა და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფლობა, რაც დიოფიზიტობის საფუძველია.
ბიზანტიის მსგავსად, ქართული ეკლესია დიოფიზიტობის მხარეზე დადგა, სომხეთის ეკლესიამ კი მონოფიზიტობა აღიარა. ეს იდეოლოგიური შიდა დაპირისპირება კავკასიური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი ხდება.
სწორედ აღნიშნული რეალობა უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ სასანიანურმა ირანმა. ამისთვის კი ძალისხმევას არ იშურებს. ინტრიგების ხლართვა ხომ ცნობილი ირანული პოლიტიკური ფანდია.
ამბავი სასანიანთა იდეოლოგიური ფერისცვალებისა
ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის მეფობისას გაირკვა, რომ მაზდეანური სარწმუნოების გავრცელებას საქართველოში, მით უფრო მის სახელმწიფო რელიგიად ქცევას, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა.
კულტურათა განსხვავებული, არათავსებადი პლასტები ფაქტობრივად გამორიცხავდა დაპირისპირებულ ქრისტიანობისა და ცეცხლთაყვანისმცემლობის ურთიერთობების დიალოგის ფორმატში გადაყვანას, ამიტომაც სასანიდებმა სხვა გზას მიმართეს - ქრისტიანობის იმ მიმდინარეობას დაუჭირეს მხარი, რომელიც უპირისპირდებოდა ბიზანტიის იმპერიის, შესაბამისად საქართველოს, რამდენადაც ბიზანტია და საქართველო ერთმორწმუნე მართლმადიდებლური ქვეყნები იყვნენ.
სპარსელები ცდილობდნენ მოკავშირე ქვეყნები ჩამოეცილებინათ რომეების იმპერიისათვის, ამიტომაც ყოველმხრივ ახალისებდნენ ქრისტიანობის შიდა კონფესიურ კონფლიქტებსა და დანაწილებას.
როგორ გადაიბირა სომხური ეკლესია ირანმა
სასანიანთა მოკავშირე ერთ-ერთი პირველი სომხური ეკლესია აღმოჩნდა - დიდი იყო სომეხთა ცდუნება. ირანელთა მხრიდან მოქრთამვისა და დაშინების უამრავი ფაქტი გახლდათ. ამ ცდუნებას ვერ გაუძლეს სომხებმა, მით უმეტეს, რომ განდგომის საფასურად ირანელთაგან დიდი პრივილეგიებიც მიიღეს. შესაბამისად, მონოფიზიტობა კავკასიაში "სომხური სარწმუნოების" სახელით მკვიდრდება.
სასანიდების ამ პოლიტიკამ გაამართლა - ისინი მონოფიზიტობაზე გადასვლას და შესაბამისად პრივილეგიებს ყველა ქრისტიან ქვეყანას სთავაზობდნენ, თუ არ მიიღებდნენ ამ შეთავაზებას, შემდეგ ძალადობაზეც გადადიოდნენ. ამ მხრივ კი ირანელთა ერთგული მოკავშირე სწორედ სომხური ეკლესია ხდება.
შეტევის ძირითადი ობიექტი საქართველოა - საქართველოში სომეხთა და სასანიანური ირანის წარმატება ნიშნავს ბიზანტიისთვის მოკავშირის ჩამოცილებას და ირანული პოლიტიკური კურსის რეალიზების უდიდეს პერსპექტივას.
მაგრამ ის, რაც ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ხდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რაოდენ მყარი გახლდათ ვახტანგ გორგასლის მიერ არჩეული დასავლური ორიენტირი, რომელიც ქ ს-ის შემდგომ არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ.
დასავლური ორიენტირისადმი ერთგულება არ იყო იოლი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქ|| ს-ის დასაწყისში გადატრიალება მოხდა ბიზანტიაში, რითაც სარგებლობს სასანიდური ირანი და კავკასიაში საკუთარ პოლიტიკას ამყარებს.
ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია - იდეოლოგიური თვალსაზრისითაც აქვს ამას ირანელთა სასარგებლო შედეგი, თუმცა ეს დროებითია. ნიშანდობლივია 571 წელს ირანის წინააღმდეგ სომეხ-ქართველთა აჯანყება, რაც თავისთავად ანტიმონოფიზიტური მოძრაობაცაა, სწორედ ამის დასტური უნდა იყოს ის ფაქტი, რომ 574 წელს ქართველები და ალბანელები უარს ეუბნებიან სომხებს, მონაწილეობა მიიღონ ქალკედონისტური - დიოფიზიტური მიმდინარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სწორედ ასეთი საზოგადოებრივი ფონია კავკასიაში - საერთო სურათი ისეთია, რომ ქ| ს-ის 90-იანი წლებისას მონოფიზიტობა საბოლოოდ მარცხდება. ამ ბატალიებისას უდიდეს როლს ქართლის კათალიკოსი კირიონი ასრულებს.
საზღაური ბიზანტიური პოლიტიკის შეუწყნარებლობისათვის
599 წელს ქართლის კათალიკოსის ტახტზე ადის კირიონი, რომელიც მანამდე სომხეთში ცხოვრობდა და გამალებით იცავდა დიოფიზიტობას. როცა ირან-ბიზანტიის ომი დაიწყო, ხოსრო || გამოკვეთილად მონოფიზიტობას უჭერს მხარს, ამან გარკვეულწილად ბევრი მომხრე შესძინა მას, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზანტიის რელიგიური შეუწყნარებლობა ბევრი ქვეყნისთვის მიუღებელი იყო.
რაც შეეხება ქართლს, ის კვლავ დიოფიზიტობას იცავდა და საკმაოდ მყარი პოზიცია ჰქონდა ამ მიმართებით. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება ქართულ-სომხური საეკლესიო დაპირისპირება, რომელშიც საკმაოდ კარგად აისახა ბიზანტიასა და სასანიდებს შორის მიმდინარე იდეოლოგიური ბრძოლა.
შემორჩენილია 606-608 წლების ეპისტოლეთა წიგნი, დოკუმენტების კრებული, სადაც დეტალურადაა აღწერილი ეს ამბები. ჩანს, რომ ხოსრო || ფარვიზი ვერ იცლიდა ამ პერიოდის ქართლისთვის, ამიტომაც ფორმალურ, ნომინალურ დაქვემდებარებას სჯერდებოდა, ფაქტობრივად, ამ დროს ქართლი დამოუკიდებელია და რელიგიური შემწყნარებლობითაც სარგებლობს ირანის შაჰი დიდი პატივით იღებს სტეფანოზის შემდგომ ერისმთავარ ადარნასეს, ასევე-კათალიკოს კირიონს.
მიზეზი სომეხთა და ქართველთა განხეთქილებისა
სომეხთა და ქართველთა საეკლესიო განხეთქილების მიზეზად იქცა ცურტავის ეპისკოპოს მოსეს გამოსვლა 605 წელს, რომელმაც ამხილა ქართლის დიდებულები ქალკედონისტური აღმსარებლობის გამო, მოსე ცურტავის ეპისკოპოსი სომეხი იყო და სწორედ სომხურმა ეკლესიამ წააქეზა ის ამ ქმედებისაკენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქართლში მოსეს ქადაგებამ სრული კრახი განიცადა, სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ მოსე იძულებული გახდა, სომხეთში გაქცეულიყო.
კირიონ კათალიკოსმა ცურტავის საეპისკოპოსო ტახტი სხვას ჩააბარა და ამასთანავე ცურტავის სომხურენოვან თემში მღვდელთმსახურება სავალდებულოდ გახადა. თუმცა, ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულებულა. მოსემ სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს - "ადგილის მცველს" ვრთანესს მიმართა, რომელმაც ბუნებრივია, მხარი დაუჭირა სომეხ მღვდელმთავარს და დიდი საეკლესიო პოლემიკაც გაჩაღდა.
აშკარა იყო, რომ სასანიდები სომხებს თავიანთ იარაღად იყენებდნენ. სწორედ მათ აწყობდათ ასეთი სარწმუნოებრივი დაპირისპირება, რათა საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ ქართლში. რელიგიურ შემწყნარებლობასაც ირანი იმიტომ იჩენდა ქართლის მიმართ, რომ მას ამისთვის არ ეცალა.
როგორ ასხამდნენ სომხები სასანიანთა წისქვილზე წყალს
ასეთ სიტუაციაში ირანელთათვის სხვა უკეთესი ვერაფერი იქნებოდა, თუ არა აბრამ სომეხთა კათალიკოსისა და მისი ამალის ქცევა. სწორედ ტომით სომეხი ჰირკანიის მარზპანი სმბატ ბაგრატუნი გამოგზავნა სასანიდმა მბარძანებელმა ქართლში სარწმუნოებისა და ეკლესიათა წესრიგში მოსაყვანად.
იმდენად გაბოროტებული იყო მოსე-ცურტავის ყოფილი ეპისკოპოსი, რომ სმბატს ქართლის აოხრებასაც მოუწოდებდა, არადა, ბაგრატუნი ქართლში სალაშქრავად კი არა, სპეციალური დავალებით იყო მოვლინებული.
ქართლი შეუვალი იყო. ქართული ეკლესია მკაცრად იცავდა დიოფიზიტობას და ქალკედონურ სარწმუნოებას. სომხები და ირანელები დარწმუნდნენ, რომ პოლემიკით ვერაფერს მიაღწევდნენ და ამიტომაც მოქმედების სტრატეგიად არჩიეს კონფრონტაციაზე წასვლა.
ამბავი აბრაამ კათალიკოსის ეპისტოლისა
აბრაამ სომეხთა კათალიკოსმა 608 წელს გამოსცა საყოველთაო ეპისტოლე, რომლითაც სომხებს აეკრძალათ ქართველებსა და ალბანელებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა, გარდა ვაჭრობისა.
სულ რამდენიმე წლის შემდეგ სასანიდურმა ირანმა თავისი შემწყნარებლური აღმსარებლური პოზიცია შეცვალა. 614 წელს მას შემდეგ, რაც იერუსალიმი აიღეს სასანიდებმა, მოიწვია ქრისტიანული საეკლესიო კრება, სადაც დაადგინეს, რომ ირანის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნები ვალდებულები იყვნენ, სომეხთა სარწმუნოება მიეღოთ.
ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ სასანიდები აშკარა შეტევაზე გადავიდოდნენ დიოფიზიტების წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში ქართლში აღარ დაედგომებოდათ კირიონ ქართველთა კათალიკოსს და ადარნასე ერისმთავარს. ისინი იძულებულნი გახდნენ, ქართლს გასცლოდნენ.
როგორც ჩანს, ადარნასე კახეთში გადასულა, რადანაც რამდენიმე წლის შემდეგ, მაშინ, როცა ჰერაკლე კეისარი ქართლში შემოდის, მას ჩვენ კახეთის ერთისმთავრად ვხედავთ.
რაც შეეხება კათალიკოს კირიონს, ის ეგრისში გადადის. ეგრისის მღვდელთმთავარი ის მანამდეც იყო, კიროს ფაზისის მიტროპოლიტი 623 წელს ნახსენებია ბერძნულ წყაროებში.
ქართლში სასანიდებმა ერისმთავრად ვარსამუსე - ვარსამუშა დანიშნეს, ეს ის ვარსამუსაა, რამდენიმე წლის შემდეგ ჰერაკლე კეისარს რომ ჩაუვარდა ხელში.
მას შემდეგ, რაც მონოფიზიტებმა განიმტკიცეს პოზიცია, ბიზანტიელთა შეტევა სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ჰერაკლე კეისრის კავკასიაში ლაშქრობა შეცვლის სარწმუნოებრივ სურათს კავკასიაში. რამდენიმე ათეული წელიც და არაბებს კავკასიური სივრცე ერთიანი მონილითური დოფიზიტური სარწმუნოებით დაუხვდება.