რეზონანსი
16.07.2016

 თურქეთში სამხედრო გადატრიალება მიმდინარეობს. წუხელ, როცა გაზეთი იწყობოდა, სიტუაცია კვლავ გაურკვეველი იყო. ვრცელდებოდა საპირისპირო ცნობები მიმდინარე მოვლენებზე. თურქეთის არმიის დანაყოფებმა დაიკავეს რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი სტამბოლში, ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში. ჯარმა ქუჩაში გამოიყვანა ტანკები და მძიმე ტექნიკა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სტამბულში ქუჩებში მისი მხარდამჭერები გამოვიდნენ. მოხდა ლოკალური შეტაკებები ჯარსა და პოლიციას შორის. არიან დაზარალებულები.

 სამხედრო ამბოხს საფუძვლად უდევს ერდოღანის ფუნდამენტალური დაპირისპირება სამხედრო ელიტასთან, რომელიც ჯერ კიდევ ქემალ ათათურქის დროიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს. თურქეთში ბევრს არ მოსწონს პრეზიდენტ რეჯებ ტაიიპ ერდოღანის მართვის ავტორიტარული სტილი და მის მიერ თავისუფალი პრესისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები. მიუხედავად ამისა, ის მოსახლეობის ნაწილში გარკვეული პოპულარობით სარგებლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×