რეზონანსი
30.11.2015

 გასულ კვირას თურქეთში ხელისუფლებამ მისდამი ოპოზიციურად განწყობილი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების, ჰოლდინგ "კაინაკში" შემავალი კომპანიების მმართველობა ჩაიბარა. ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. 1-ლი ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებამ ასევე ჩაიბარა მედია ჰოლდინგ "კოზა-იფექის" მმართველობაც. თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბულში ჰოლდინგ "კაინაკის" ოფისები დაარბია, რომელსაც 8 ათას თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 აქტიურ ბრენდს ფლობს. თურქი ექსპერტების შეფასებით, მედია ჰოლდინგ "კოზა-იფექთან" დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ეს მოვლენა სამეწარმეო გარემოს კიდევ ერთ ახალ დარტყმას მიაყენებს და ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს. ეკონომისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლებრივი ნორმების დაცვა და თუ ქვეყანაში არ იქნება გარანტირებული კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და სამართლებრივად უსაფრთხო გარემო, უცხოელი ინვესტორის თურქეთში შენარჩუნება გართულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×