მოსაზრება
30.07.2015

რევაზ ფახურიძე

ორიოდე სიტყვით მინდა მიმოვიხილო საქართველოს აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დღევანდელი მდგომარეობა. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს დღეისთვის სათავეში უდგას საფეიქრო მრეწველბის პატრიარქის აწ განსვენებული რეზო კუპრავას შვილი, ქალბატონი ნინო კუპრავა. როგორი წლები გამოიარა მუზეუმმა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ეს თავად იმ ადამიანებმა იციან, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით გადაარჩინეს ეს შენობა, მასში არსებული სხვადასხვა ავეჯი, დანადგარები, აბრეშუმის პარკი, ქსოვილები და ა.შ.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ადამიანების მიერ (ვმმ შტეუკტფეშწტფდ პუწკპშფ-ს), მიერ მოპოვებული გრანტი, რომელმაც მუზეუმს საშუალება მისცა ოთხთვიანი უფასო კურსების ჩამოყალიბებისა, რომლის ფარგლებში მსმენელები თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობას შეისწავლიან: აბრეშუმის ჭიის მოვლას, თუთის მოვლასა და გამოყენებას, აბრეშუმის პარკისგან სუვენირების დამზადებას, აბრეშუმის პარკისაგან ძაფის ამოხვევას, ქსოვილების დამზადებას, ძაფისა და ქსოვილების რებვას ნატურალური საღებავებით, აბრეშუმის ქაღალდის დამზადებას. პირადად ამ წერილის ავტორი უბედნიერესი ადამიონი ვარ იმის გამო, რომ მოვხვდი ისეთ კეთილშობილ და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების - გია ჭიხინაშვილის, ეთერ ფსუტურის, ნოდარ ჟვანიას, ქეთევან გაგნიძის, შორენა მეფარიშვილის, მურმან ქამადაძის, გიორგი მეტრეველის, ეკა სამადაშვილის, კონსტანტინე კერესელიძის, ლიდა წიკლაურის, მანანა ბოლქვაძის, ეკატერინე შაქარაშვილის, ნათია ბახტაძის - გვერდით. სასწავლო პროცესი მიჰყავდა მარინა გონაშვილს, ზოია წყარუაშვილს, მარიამ გოჩელაშვილს, ვალერი პეტროვს, ნინო კუბლაშვილს. კურსის მსმენელები ეცდებიან მიღებული განათლება გადასცენ ახალგაზრდებს და უფროსი ასაკის ადამიანებსაც კი. ეს ხელს შეუწყობს ადამიანთა დასაქმებას, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ადამიანების დაბრუნებას საქართველოში, რომლებიც არც თუ პრესტიჟულ სამუშაოს ასრულებენ.

მსმენელებს შორის არიან იძულებით გადაადგილებული პირები, გია ჭიხინაშვილი და მისი მეუღლე ეთერ ფსუტური, რომლებიც ყოველდღიურად, ლექციების პერიოდშიც კი ყოველთვის ღმერთს თხოვენ თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას და ამ კურსებზე მირებული ცოდნის გადაცემას თავიანთი მეზობლების, მეგობრებისათვის.

მიმდინარე კურსის პერიოდში მუზეუმის გრენისაგან მიღებულია 732 გრ პარკი, აქედან 57 პარკი გადანახულია სასელექციო საქმიანობისათვის. უნივერსიტეტისგან მოტანილი გრენისაგან მიღებულია 6 კგ და 92 გრ, სასელექციო საქმიანობისთვის გადარჩეულია 500 ცალი პარკი.

კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური 1887 წელს თბილისში დაარსდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლაი შავეროვი. 1884 წელს შავროვი მეაბრეშუმეობის შესასწავლად საზღვარგარეთ მიავლინეს, ევროპაში მიღებული ცოდნა-გამოცდილება და უცხოეთიდან ჩამოტანილი მნიშვნელოვანი კოლექციები დაედო საფუძვლად აბრეშუმის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსებას.

ახალგაზრდა ბუნებისმეტყველი და დიპლომატი ნიკოლაი შავროვი რუსთა იმპერატორმა ნიკოლოზ ||, დავალებით გამოგზავნა საქართველოში ქართული აბრეშუმის აღორძინების მიზნით. 1884 წელს შავროვი ევროპაში გაემგზავრა, რათა შეესწავლა მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის დაავადებები. ლიონის აბრეშუმის მუზეუმით აღფრთოვანებულმა ახალგაზრდა კაცმა განაცხადა - რაც უნდა დამიჯდეს, თბილისში ზუსტად ასეთი მუზეუმი უნდა ავაგოო და ააგო კიდეც. მუზეუმისა და ბიბლიოთეკისთვის შავროვმა მუხის ავეჯი შეუკვეთა, ბიბლიოთეკის კარადები უძველესი წიგნებით გამოავსო.

იქნებ დღეს თბილისის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, მერიამ, საკრებულომ, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჯეროვანი ყურადღება მიაქციონ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×