სალომე სარიშვილი
08.07.2015

 ორი დღის წინ ანაკლიაში "კაზანტიპის" ძეგლი აიღეს, რამაც პროექტ "კაზანტიპის" პრეზიდენტისა და მისი დამფუძნებლის, ნიკიტა მარშუნოკის გაღიზიანება გამოიწვია.

ამ ფაქტს იგი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ასეთი სიტყვებით - "სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი". ამ განცხადებიდან ცოტა გაუგებარია, ასეთი ეპითეტებით ზოგადად ქართველები შეამკო თუ კონკრეტულად ის ხალხი, ვინც ძეგლი აიღო. თუმცა თავის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის დასაწყისში ის ზოგადად ქართველებს მიმართავს.

"ამ დღეებში ქართველებმა "კაზანტიპის" ძეგლი აიღეს. უცნაურია, რომ მათ არ დაანგრიეს ყველაფერი, რაც ჩვენ იქ ავაშენეთ, მხოლოდ ეს ძეგლი. რა თქმა უნდა, დანარჩენი ინფრასტრუქტურის გამოყენება და საკუთარ დამსახურებად გასაღება შეიძლება, მაგრამ, აი, ძეგლი უნდა აიღო, რადგან ვერავინ მიხვდეს, კონკრეტულად ვინ ააშენა იქ ყველაფერი.

"საინტერესოა, როგორ მოექცევიან ისინი მრავალტონიან "ზე" მეტეორს? "ზე"-ს "ჯი"-დ გადააკეთებენ? სასაცილო, საბრალო და ველური ხალხია," - წერს ნიკიტა მარშუნოკი, გულისხმობს რა "კაზანტიპის" სიმბოლურ მეტეორს, რომელზედაც ლათინური ჭ-ია გამოსახული, ხოლო პუქ-აუთე-ის ლოგო კი არის ასევე ლათინური პ.

მარშუნოკის განცხადებას ახლა უკვე პუქ-აუთე-ის, წარსულში კი "კაზანტიპის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ უპასუხა და დასძინა, რომ ძეგლის აღებაში მონაწილეობა სწორედ რომ წარსულში მისმა შემქმნელებმა მიიღეს, საამისოდ კი მათ სრული უფლება ჰქონდათ.

მარშუნოკის ამ განცხადების ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლიაში ახლა ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის პუქ-აუთე-ის მოსამზადებელი სამუშაოა დაწყებული, რაც თავის მხრივ ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. საგულისხმოა ისიც, რომ "ჯიიემ ფესტი" მცირე სხვაობით ზუსტად იმავე ადგილას იმართება, სადაც გასულ წელს "კაზანტიპი" მიმდინარეობდა, შესაბამისად, ახლა ამ ტერიტორიაზე ახალი სცენები, განათება, ტექნიკა და სხვა მონტაჟდება.

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი და თავად ორგანიზატორიც, გიორგი სიგუაც ანაკლიაში იმყოფება, რომელიც ადგილზე მიმდინარე სამუშაოებში უშუალოდაა ჩართული. ამასთან, პუქ-აუთე-ის ორგანიზებაში დასაქმებულები მხოლოდ ქართველები არ არიან - ამ პროცესში მონაწილეობენ უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალებიც, მათ შორის კი "კაზანტიპის" ყოფილი თანამშრომლებიც.

"ეს ძეგლი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე მდებარეობდა, სადაც ახლა პუქ-აუთე უნდა გაიმართოს, ამიტომ რაც მოხდა, აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ამ ტერიტორიაზე სულ სხვაგვარ ინფრასტრუქტურას ვაკეთებთ, შესაბამისად, ამ ძეგლის აღება გარდაუვალი იყო, ვინაიდან სხვა ფესტივალისთვის შესაფერისი რაიმე ტიპის ნიმუში იქ არ დარჩებოდა.

"უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ძეგლის აღებაში, გარდა ქართველებისა, მონაწილეობა თავად იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებიც გასულ წელს "კაზანტიპის" ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ," - განუცხადა "რეზონანსს" პუქ-აუთე-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო სალთხუციშვილმა.

მარშუნოკის განცხადებას პუქ-აუთე-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამაც უპასუხა. მისივე თქმით, ძეგლი ქართველებს არ აუღიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, ფესტივალის თანამშრომლებს ამის სრული უფლება ჰქონდათ.

"გულწრფელად გეტყვი, რომ ეს ძეგლი ქართველებს სულაც არ აუღიათ, თუმცა ამ რიტუალის შემსრულებლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა მის დადგმაში. ისინი არ არიან ქართული წარმოშობის, თუმცა ყველანაირი უფლება აქვთ, რადგან ამ ქვეყნის რეზიდენტები არიან. ისინი კადრს მიღმა დარჩნენ მცირე ინტრიგისთვის...

"სალამი მზიანი საქართველოდან, სადაც დაბრუნების პირობა დადე, მაგრამ არ ჩამოფრინდი. გვენატრები, გვიყვარხარ, გეხვევით, გვახსოვხარ, არ დაგივიწყებთ. ახლა კი შეკითხვა: საბრალო და ველური ხალხი ზოგადად ქართველები არიან თუ ის არაქართველები, რომლებმაც ძეგლი აიღეს?" - ამგვარი კომენტარით უპასუხა მარშუნოკს გიორგი სიგუამ.

შეგახსენებთ, რომ "კაზანტიპის" ანაკლიაში ჩატარებამ გასულ წელს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში აზრთა სხვაობა გამოიწვია, ზოგიერთი მათგანი პროექტის შინაარსობრივ ნაწილსა და მის საქართველოში ჩატარებას აპროტესტებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, "კაზანტიპმა" მშვიდად, მაგრამ ფინანსური კრახით ჩაიარა.

"კაზანტიპისგან" განსხვავებით, "ჯიემ ფესტის" ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "განსხვავებული და ქართული" იქნება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათისაა - ყველა გაყიდული ბილეთიდან 1 ლარი "სოლიდარობის ფონდში" 22 წლამდე ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ გადაირიცხება. გარდა ამისა, "ჯიემ ფესტზე" დასწრება ყველა მსურველისთვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომ ფასშია შესაძლებელი, სტუდენტებისთვის კი სპეციალური პაკეტებია შექმნილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×