რეზონანსი
10.10.2020

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლიდან მიმართა. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად. მისი თქმით, ამერიკელი მეცნიერები და მედიცინის წარმომადგენლები „ჩინურ ვირუსს ამოძირკვავენ“.

დონალდ ტრამპი კოვიდდიაგნოზის შემდეგ პირველ საჯარო ღონისძიებას მართავს.

ერთი კვირა გავიდა, რაც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მას კოორნავირუსი აქვს. გუშინ კი აღნიშნა, რომ ტესტის ახალ პასუხს ელოდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია საჯარო საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×