რეზონანსი
10.10.2020

10 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა. დოკუმენტის მიხედვით მხარეები სამხედრო ტყვეებს, დაკავებულ პირებსა და დაღუპული სამხედროების ცხედრებს გაცვლიან. მოლაპარაკების მედიატორის სერგი ლავროვის განცხადებით, მხარეები მინსკის ჯგუფის ფორმატში, კონფლიქტის დასარეგულირებლად დიალოგს გააგრძელებენ. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმებას დროებითს უწოდებს და ამბობს, რომ მოლაპარაკები ცხედრების გაცვლის პროცესის დასრულებამდე გაგრძელდება.  მოლაპარაკების პროცესს სკეპტიკურად აფასებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობამ რამდენიმე ათეული წელია პრობლემა ვერ გადაჭრა.

პოზიციების დათმობას არ აპირებს სომხეთიც. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, სომეხი ერი მთიანი ყარაბაღის საკითხში უკან დახევას არ გეგმავს.  ოფიციალური ერევანი გამოსავალს რუსეთისა და შეერთებული შტატების მხრიდან აზერბაიჯანზე ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს.   

მოლაპრაკების მიუხედავად კონფლიქტის მხარეები ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე სამხედრო იერიშებს სომხური მხარის ინფორმაციით 404 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში კი ამბობენ, რომ კონფლიქტის შედეგად 31 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათეულობით დაშავდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×