
ტელეკომპანია „იმედის“ კოვიდინფიცირებული ტელეწამყვანი, ზურა ბალანჩივაძე ვირუსის მიმდინარეობის პროცესზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი უკვე მე-10 დღეა, რაც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
„ფანტასმაგორიული დღე. ვეღარ ვხვდები, რა მართლა მოხდა და რა – მესიზმრა. ძილის რეჟიმი ავურიე ცოტა და გაბრუებული ვარ.
ანალიზებში უმნიშვნელო ცვლილებებიაო ექიმმა. სიცხე არ მაქვს. კვლავ ვსვამ რაღაც-რაღაცებს და მუცელში ნემსს მარჭობენ დღეში ერთხელ. ექიმმა შენ მე-14 დღეს გაგწერთო დიდი ალბათობით.
ირაკლის (მის ძმას) მე-8 დღე აქვს. გემო და ყნოსვა დაკარგა და 37 სიცხემაც მისცა. მცირედი ცვლილება მასაც აქვს ანალიზებში. მოკლედ, მსუბუქ კოვიდპაციენტად რჩება. ამასობაში, კარგადაც მოვდუნდით ორივე. ერთ ოთახში გამოკეტვა არაა ადვილი, მით უმეტეს, როცა სამკურნალოდ ხართ და არა უბრალოდ კარანტინში. სულ უფრო გვეძინება და გვშივდება.
მადა გვაქვს, კი. თუმცა არც ესაა ახალი – მარტი- ივნისის განმავლობაში ყველანი მეტნაკლებად ასე ვიყავით. ზოგადად, როცა რაღაც უკვე იცი, ყოველთვის გაცილებით მომზადებული ხარ, ვიდრე იმის მიმართ, რაც არ იცი.
ასე რომ, ახლა ეს ემოციურად არანაირად არაა მძიმე. სულ რომ ქვეყანა ჩაკეტონ, ესეც უფრო ადვილად გადასატანი იქნება, ალბათ. მით უმეტეს, რომ ყველა ჩვენგანმა მეტნაკლებად ჩვენი შემოქმედებითი მე გავიცანით და შეგვიძლია, მეტი დრო დავყოთ მასთან.
რახან შემოქმედობითობაზე მიდგა საუბარი, დღეს დიდი ჯუზეპე ვერდის დაბადების დღეა და ბარემ მის ნათქვამს შეგახსენებთ: “შეიძლება, ჭეშმარიტების გადაკოპირება კარგი იყოს, თუმცა ჭეშმარიტების გამოგონება უკეთესია, გაცილებით უკეთესი.” ჯანმრთელობა ყველას“, – წერს ბალანჩივაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე