რეზონანსი
10.10.2020

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავების საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. როგოც თამარ სულაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეუღლე უდანაშაულოა.

იგი მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და მისი კოლეგის, ნატალია ილიჩოვას დაკავება მოქმედი ხელისუფლების ინტერესში შედის.

„ეს იყო ბომბი, რომელსაც აფეთქებდნენ და უნდა აეფეთქებინათ არჩევნების წინ ერთი კვირით ადრე. გაჟღერდებოდა, რომ თურმე " ნაციონალური მოძრაობის" დროს საქართველოს მიწების ვიღაცისთვის გადაცემის მცდელობა იყო, ისინი თუ მოვლენ მიწებს გაგიყიდიან და ჩვენ "ფრთიანი ანგელოზები" ვართ, ხმა მოგვეცით, რომ საქართველო დავიცვათო - ეს იყო მაგათი კოზირი, მაგრამ ვინაიდან ისინი შეეხნენ წესიერ და აპოლიტიკურ ადამიანებს და მოღალატედ გამოიყვანეს, ჩემმა მეუღლემ ამხელა სიბინძურე ვერ მოითმინა და თქვა, რომ მსგავსს ადგილი არ აქვს. ამით, მათ დადგმულ სპექტაკლს ხელი შეუშალა, რომელსაც წელიწადნახევარია ამზადებდნენ. ამით, ფაქტობრივად, თავისდაუნებურად ამათთან დაპირისპირება გამოვიდა", - განაცხადა სულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×