
„ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" მოკავშირეები არიან გლდანში, მაგრამ ერთმანეთს უპირისპირდებიან ისანში. დაახლოებით ასე შეიძლება შეფასდეს პარასკევს გლდანში „ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას წინასაარჩევნო შეხვედრაზე „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოჩენა და მისი მხრიდან მელიას ღიად მხარდაჭერა.
თავად ვაშაძე ისნის ოლქის მაჟორიტარობისთვის იბრძვის, სადაც მისი ერთ-ერთი კონკურენტი „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეა. თავის დროზე ამის გამო ორ პარტიას შორის ვითარება უკიდურესად გამწვავებული იყო. ხოლო რაც ახლა ხდება, გარკვეულ კითხვებს ბადებს. რას ნიშნავს მელიას მიერ მის წინასაარჩევნო აქციაზე ვაშაძის მიწვევა და ხომ არ იყო ეს არასასიამოვნო სიურპრიზი დეკანოიძისათვის? ხომ არ მოჰყვება ამას, ვთქვათ, მელიას გამოჩენა ვაშაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, რაც უკიდურესად დააბნევს ოპოზიციის მხარდამჭერებს ისანში? ნიშნავს თუ არა ვაშაძის მელიასთან ერთად გამოჩენა იმას, რომ „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის კონფლიქტი ამოწურულია?
ამ კითხვებზე პასსუხის მსიაღებად „რეზონანსი" თავად ხატია დეკანოიძეს დაუკავშრდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხდაებს, რომ „ნაცმოძრაობასა" და „სტრატეგია აღმაშენებელს" შორის სავარაუდოდ სრული შერიგება არ მომხდარა, მაგრამ არსებობს გარკვეული კოორდინაცია და რაღაც შეხების წერტილები. მისივე შეფასებით, შეხვედრაზე ვაშაძის ყოფნა შემთხვევითი არ იყო.
„არსებობს კოორდინირებული ქმედება, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და „სტრატეგია აღმაშენებელს" ერთმანეთი სჭირდებათ. თითოეული მათგანის რეიტინგი მაღლა იწევს. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაწილმა, რომელიც არც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს და არც „ნაციონალურ მოძრაობას", შესაძლებელია მხარი დაუჭიროს „ლელოს" ან სხვა ოპოზიციურ პარტიებს. მგონია, რომ ვაშაძე აცნობიერებს, რომ „ენმ" არის მთავარი ოპოზიცური ძალა.
„პირადი კავშირებიც არის - გიორგი ვაშაძე იყო „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი. თუმცა, ბუნებრივია, არსებობს რაღაც უთანხმოებაც, რადგან ვაშაძეს დაუყენეს დეკანოიძე ისანში.
„ხიდების ჩატეხა არ სჭირდებათ. ოპოზიციის მიზანია აჩვენონ „ოცნებას" და ქართველ საზოგადოებას, რომ უთანხმოების მიუხედავად ერთობას ინარჩუნებენ", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, არც „ნაციონალური მოძრაობა" და არც „სტრატეგია აღმაშენებელი" თავის კანდიდატურას არ მოხსნის ისანში.
„გუშინ იქ „ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარეც იმყოფებოდა და „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც. ოპოზიციის მიზანია, რომ თვითონ ადამიანებში არ გაჩნდეს ნიჰილიზმი თუნდაც ოპოზიციური პარტიების მიმართ იმის გამო, რომ მათ ხმები ვერ გადაინაწილეს და წინასაარჩევნოდ კონფლიქტურ ვითარებაში იმყოფებიან.
„სრული შერიგება არა, მაგრამ კოორდინაცია არსებობს და რაღაც შეხების წერტილები. რა მოილაპარაკეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - მათ შორის არსებობს უფრო მეტი საერთო, ვიდრე განსხვავება. შემთხვევითი არ იყო, რომ ვაშაძე იმყოფებოდა შეხვედრაზე.
„ჩემი ზრით, არ მგონია, რომ რომელიმემ მოხსნას თავისი კანდიდატურა ისანში. დიდი ალბათობით, მეორე ტურში თუ გადავიდა „ოცნების" კანდიდატი და ვაშაძე ან დეკანოიძე, რომელიმე მხარემ თუ ვერ გადალახა 50% ბარიეირი, მაშინ მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუჭერენ მხარს. გააჩნია ვინ გადავა", - განაცხადა ჩიტაძემ.