რეზონანსი
10.10.2020

საქართველოს პრეზიდენტი ბინას აქირავებს. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ქონებრივ და ფინანსურ დეკლარაციაში მიუთითა.

დეკლარაციის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულება 2019 წლის პირველ იანვარს გაფორმდა და ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე. საუბარია პარიზის პრესტიჟულ უბანში მდებარე 60 კვ.მ ბინაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 1989 წელს შეიძინა. დეკლარაციით ირკვევა, რომ ბინის გაქირავებიდან საქართველოს პრეზიდენტი შემოსავლის სახით წელიწადში 21 600 ევროს იღებს, ანუ თვეში 1800 ევროს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×