რეზონანსი
10.10.2020

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან ორი ფოთში გამოვლინდა. ორივე ინფიცირებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის თანამშრომელია.

ისინი თვითიზოლაციაში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„ჩვენთან პერიოდულად ტარდება სასწრაფოს თანამშრომლების ტესტირება. ერთ-ერთი ტესტირების ფონზე, რეფერალის ორ თანამშრომელს, მძღოლსა და ექიმს გამოუვლინდათ კორონავირუსით ინფიცირება. ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვთ. იმყოფებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ახლო კონტაქტები მოძიებულია და ყველა მათგანი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის", - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფოთის რაიონული სამსახურის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×