
ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მესტიაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
„ჩვენ გავიმარჯვებთ კეთილსინდისიერ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო პარტიის თავმჯდომარის სიტყვები, რომ „ქვეყანას ძალადობა და პროვოკაციები არ სჭირდება". ჩვენ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის გავატარეთ, რომ მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩავატაროთ.
ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს. ამიტომ, როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, საზოგადოება შენს გვერდით არის და გაქვს ქვეყნის განვითარების გეგმა, მხოლოდ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გჭირდება. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ ჩაერთვებიან პროვოკაციებში და ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით", - განაცხადა თალაკვაძემ.