რეზონანსი
10.10.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, გარდაცვლილი 6 პაციენტიდან 4 აჭარაში მკურნალობდა.

გარდაცვლილთა შორის სამი ქალი და ერთი მამაკაცია. ოთხივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

როგორც ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„4 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა, ოთხივე არის ქალი - 65, 76, 80 და 90 წლის. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს",- განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, 45 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ჩვენს ცენტრში გახლავთ 45 კოვიდინფიცირებული. 7 გახლავთ მძიმე, კრიტიკული სამი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა",- განაცხადა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×