რეზონანსი
10.10.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 კი თბილისს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევაა, გუშინ იყო 190, ოდნავ მოიმატა, მაგრამ ბევრი არ არის. თბილისში ცოტა შემცირდა - 137 შემთხვევაა, გუშინ იყო 179, იმერეთში 99 დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლში - 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში - შვიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - ხუთი, კახეთში - სამი, სამცხე-ჯავახეთში - ერთი და იმპორტირებული არის ერთი შემთხვევა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 11 271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 119-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×