რეზონანსი
10.10.2020

COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების გაკვეთის შედეგად ექიმებმა უმეტეს შემთხვევაში, ტვინში კორონავირუსის კვალს მიაგნეს. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ The Lancet.-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორები ჰამბურგ-ეპენდორფის კლინიკის მკვლევარები არიან.

კვლევის დროს 51-დან 94 წლამდე ასაკის 43 ადამიანის სხეულის აუტოფსია ჩატარდა. 53%-ის შემთხვევაში კორონავირუსი ტვინის უჯრედებში დაფიქსირდა.

ამასთან, ავტორები ირწმუნებიან, რომ ტვინში SARS-CoV-2-ის შეღწევადობამ უმნიშვნელო ცვლილებები გამოიწვია.

მეცნიერებს არ დაუფიქსირებიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვირუსის დამანგრეველი გავლენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×