რეზონანსი
09.10.2020

ბრიტანულმა კომპანია Survation-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

- თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობა -84%

- ალბათ მიღებს მონაწილეობას -7%

- 50-50 - 7%

- არ მიიღებს მონაწილეობას -2%

ამავე ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? ბათუმის მაჟორიტარული ოლქი, სწორედ აქ არის მეორე ტურის ალბათობა:

- რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) - 47%

- ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) - 39%

- მარიამ ჯაში (ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი) - 4%

- ზაურ გაბაიძე (პატრიოტთა ალიანსი ) - 3%

- ირაკლი კუპრაძე (ლელო) - 3%

- არმაზ ახვლედიანი (ევროპული საქართველო) - 1%

- რომან ჯიქია (თავისუფალი საქართველო) - 1%

- სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი-2%

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში- დღეს რომ საპარლამენტო არჩვენები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

- ქართული ოცნება - 51%

- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31%

- გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 5%

- ლელო - 4%

- პატრიოტთა ალიანსი - 3%

- ლეიბორისტული პარტია - 2%

- გირჩი - 2%

- ევროპული საქართველო - 1%

- თავისუფალი დემოკრატები -1%

კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარდა. საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×