რეზონანსი
09.10.2020

მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ჯეიხუნ ბაირამოვისა და ზოჰრაბ მნაცაკიანის შეხვედრა სერგეი ლავროვის შუამავლობით იმართება.

მედიისთვის უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები. შესაძლოა, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართოს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×