
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ძალადობის ეპიზოდზე სამ ბრალდებულს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს. ამის შესახებ საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ესენი, შესაძლოა იყვნენ საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე.
„ამ ეტაპზე ჩვენ ისევ დუმილის უფლებას ვინარჩუნებთ. არ არის გამორიცხული, მოხდეს საპროცესო შეთანხმება ჩვენსა და ბრალდების მხარეს შორის. უკვე გადაეცა საქმე არსებითად განსახილველად. საბა ჩხარტიშვილის მიმართ ჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვეტილა და არც მქონდა ამის მოლოდინი. საპროცესო შეთანხმების მიმართვისათვის საჭიროა ჩვენი მიმართვა, ან შესაძლოა, ამის ინიციატორი თავად ბრალდების მხარეც იყოს. ჯერ ჩვენ არ მიგვიმართავს, რადგან ვაზუსტებთ დეტალებს და პირობებს ვარკვევთ. კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს და კონსულტაციებსაც გავივლი საბა ჩხარტიშვილთან. გამოძიებისათვის ჩვენება მას 19 ივნისს აქვს მიცემული, გულწრფელად და დეტალურად ისაუბრა იმაზე, რაც იცოდა. გამოძიების შემდეგ, აპირებს სასამართლოშიც მისცეს ჩვენება. თუ რა შინაარსის ჩვენება იქნება, ამაზე შემდგომში მოგაწოდებთ ინფორმაციას", - განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.