რეზონანსი
09.10.2020

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაში „ქართველოლოგიის დღე", რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.

პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საქართველომ დროული ზომები მიიღო.

"ახალი კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, საქართველომ დროული ზომები მიიღო, რათა ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობის სწრაფი გაუარესება თავიდან აერიდებინა. ეს ზომები წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ შევძელით მნიშვნელოვნად შეგვეკავებინა სიკვდილიანობა და ინფიცირებულთა რაოდენობა.

საქართველოში ჩვენ ვნახეთ, ის რასაც ნდობის სამკუთხედს ვუწოდებ - თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, რომლებსაც ერთმანეთის სჯეროდათ, ერთად მუშაობდნენ და სწრაფად ასრულებდნენ რეკომენდაციებს, რამაც განაპირობა ჩვენი თავდაპირველი წარმატება.

ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სწორი დროა, რათა ხელახლა დავფიქრდეთ მომავალზე, რომელიც ჩვენ გვსურს. იმ ახალი რეალობის გარდა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ჩვენ გადავდივართ საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობების ახალ ეტაპზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×