რეზონანსი
09.10.2020

ფოთში, მესამე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. მიზეზი სკოლაში მომუშავე ექიმია, რომელსაც, გეგმიური შემოწმებისას, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ექიმს შეხება ჰქონდა კოვიდინფიცირებულ პაციენტთან.

ამჟამად სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, კონტაქტები გადაყვანილი იქნებიან თვითიზოლაციაში. თითოეულ მათგანს PCR-კვლევა ჩაუტარდება.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ჯამში, კორონა ვირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×