რეზონანსი
09.10.2020

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად ჯგუფი დილიდან მუშაობს.

"ჯერჯერობით ისევ დახურულია "ვაჟა ფშაველას" და "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სადგური. ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები მოძრაობენ "დელისის" სადგურამდე. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ადგილზე იმყოფება. გუშინაც იგივე მიზეზით იყო დროებით დაკეტილი და სამწუხაროდ დღეს უფრო გრძელვადიანი აღმოჩნდა", - განუცხადეს Report.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მეტროსადგურები "ვაჟა ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" ტექნიკური ხარვეზის გამო დილიდან არ მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×