რეზონანსი
09.10.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, მძიმე პაციენტებიდან, ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი კი, ოკუპირებული ცხინვალიდან.

„დღეს გვყავს 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 61 არის მართვით სუნთქვაზე, აქედან 31 ინტუბირებულია და 30 „სიპაპ" რეჟიმზე იმყოფება, ამ მძიმე პაციენტებიდან ცხრა გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ერთი კი, ცხინვალიდან არის გადმოყვანილი", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×