რეზონანსი
09.10.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა დღეს ქვეყანაში 72-ს შეადგენს.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

„ამჟამად გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 72. გუშინ გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ერთი არის გორში, 58 წლის ქალბატონი თანხმლები დაავადებებით. ბათუმში არის 68 წლის პაციენტი, იქაც იყო თანხმლები დაავადებები, ქობულეთში არის ორი 55 და 61 წლის ქალბატონები, ქუთაისში 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი მძიმე პნევმონია", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×