რეზონანსი
09.10.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით დადასტურებული 527 შემთხვევიდან 190 (36%) აჭარიდანაა, 179 (34%) თბილისი, 91 - იმერეთი, 11 - კახეთი, 10 - შიდა ქართლი, 28 - ქვემო ქართლი, 3 - მცხეთა-მთიანეთი, 3 - გურია, 1- სამცხე-ჯავახეთი.

"მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, პაციენტების ნაწილი  სტაციონარებში და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს, უსიმპტომო პაციენტთა ნაწილი კი ბინაზე იმყოფება.  კრიტიკულ მდგომარეობაშია 63 ინფიცირებული პაციენტი. 61 მართვით სუნთქვაზეა. კრიტიკული პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან, 1 კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×