
28 სექტემბერს, ღამის 11 საათისთვის რუსთავში შემზარავი ავარია მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა, არასრულწლოვან გოგონას და მის ძაღლს დაეჯახა. მოზარდი და მისი ოთხფეხა მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ.
ელენე ბაშარული თვეების იყო, როდესაც დედამ მიატოვა და მას მამიდა ზრდიდა. რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ელენეს დედობა მამიდაშვილმა, მარიამ ბაშარულმა, იტვირთა. ელენე მას დედას ეძახდა.
გოგონას მამა ახალგორის ტერიტორიაზე ცხოვრობს და შარშან 3 სექტემბერს გზის დაკეტვის შემდეგ, იმ ტერიტორიიდან აღარც გადმოსულა. როგორც ელენე ბაშარულის მამის დისშვილი ამბობს, ელენეს მამამ გარდაცვალების ღამეს 200-ჯერ დაურეკა, რადგან შფოთავდა და მთელი ღამე ვერ დაიძინა.
"ელენე დედას არც ახსენებდა. ყველას ეუბნებოდა რომ დედა მე ვიყავი. მამასთან კი ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა გარემოების გამო, ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდნენ.
დედამისი კი არც სიცოცხლეში აკითხავდა. ახლა მიცვალებულთან ნახევარი საათით მოვიდა მხოლოდ..." - განუცხადა "სარკეს" გოგონას მამიდაშვილმა მარიამ ბაშარულმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე